საზოგადოება
თინა ხიდაშელი: „ეჭვი არ მეპარება, რომ რიგიდან ჩვენ კონკრეტული შედეგით წამოვალთ"

1Tina-sazog-2საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ლატვიაში რიგის ფორუმზე პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ეხმაურება.

ჩვენ ძალიან მაღალი მოლოდინი გვაქვს ვიზების ლიბერალიზაციის რეკომენდაციისკენ და მთელი ეს მცდელობებიც ამას ემსახურებოდა გასული წლის განმავლობაში. პირველი ეტაპი ძალიან წარმატებით დავასრულეთ და ეს ჩემი სიტყვები არაა, ევროკომისიამ შეაფასა ასე. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მეორე ეტაპიც ასეთივე შედეგიანი იქნება და რიგიდან ჩვენ კონკრეტული შედეგით წამოვალთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.