საზოგადოება
თამარ ბერუჩაშვილი: „ლატვიის რიგის ფორუმზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოა მიწვეული"

1riga-sazog-3საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ლატვიაში რიგის ფორუმზე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ იქნება პირველი ძალიან დიდი მასშტაბის ღონისძიება ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების აღსანიშნავად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოა მიწვეული და სპეციალურ პანელზე პრემიერ-მინისტრს ექნება სპეციალური გამოსვლა",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში, კონფერენციაზე - "ევროპის განვითარების წელი“ სიტყვით გამოვა.