პუბლიკაციები
„საქართველო შავ ზღვაზე, სუფსაში რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობით, დიდი ენერგეტიკული ცენტრის შექმნას აპირებს“, - განაცხადა ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ

1Canturia-zar-2-anსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ჭანტურიას თქმით, რომელიც აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი შემმუშავებელია, პროექტის ღირებულება 17 მლრდ დოლარს შეადგენს და მისი რეალიზაცია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით დაიწყება სუფსაში, სადაც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაზსადენი იქნა გაყვანილი ბაქოდან.

შემდგომ იქ დაგეგმილია დიდი სიმძლავრის უნიკალური ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობა. ჭანტურიამ აღნიშნა, რომ 1990-იანი წლების დასასრულს ეს პროექტი ამერიკელების დახმარებით მუშავდებოდა, თუმცა, შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით, რეალიზებული არ იქნა.

დღეს დადგა დრო, როცა საქართველოს თავად შეუძლია ამ პროექტის აღდგენის ინიცირება, მით უფრო, რომ ის ფაქტობრივად მზადაა. ჩვენ ვიქცევით „ენერგეტიკულ ჰაბად“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ენერგეტიკულ ცენტრად. რეალური და ურთიერთმომგებიანია პროექტის განხორციელებაში რუსეთის ენერგეტიკული პოტენციალის ჩართვა, - განაცხადა ჭანტურიამ, - მეორეს მხრივ, ჩვენ მთლიანად ვუპასუხებთ ევროპის ენერგეტიკული სტრუქტურების მოთხოვნებს, რომლებიც შემუშავებულია 2020 წლამდე პერპექტივაში. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას ვიღებთ, - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ, - წინაღმდეგობრიობას, რომლებმაც უკვე „მოსპო“ ამ სფეროში „ნაბუქოს“ პროექტი, თანამშრომლობა ჯობს".

ჩვენი პარტნიორები იქნებიან არა მარტო ევროკავშირი, არამედ რუსეთიც, რომელიც ევროპასა და აზიაში თავისი ენერგორესურსების გატანის დივერსიფიკაციას შეძლებს“, - განაცხადა ჭანტურიამ, რომლის თქმითაც, ამჟამად არსებული ენერგეტიკული კორიდორების -  ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის საერთო მატერიალური ღირებულება 75 მლრდ დოლარს შეადგენს.