საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი : „საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“

1-Teror-sazog-1საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მტკიცე თანადგომას უცხადებს საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და  ფრანგ ხალხს.

ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია, კერძოდ, პრეზიდენტის განცხადებაში.