პუბლიკაციები
ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა Financial times-თან ინტერვიუში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ევროკავშირის არსებობისთვის მთავარი საფრთხე უწოდა

1-Soros-saz-3-anსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ევროპის ლიდერები უკრაინას „კიდევ ერთ ქვეყნად“ მიიჩნევენ, რომელსაც ფინანსური დახმარება სჭირდება, მაშინ, როცა ის ევროკავშირის ეკონომიკისა და ბლოკის სიცოცხლისუნარიანობისთვის საბერძნეთის პოლიტიკურ კრიზისზე დიდ საფრთხეს წარმაოდგენს, - აღნიშნა ფილანტროპმა. სოროსის აზრით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა მარტო სანქციები კი არ უნდა დააწესონ მოსკოვის წინააღმდეგ, არამედ კიევს ეკონომიკური დახმარებაც უნდა აღმოუჩინონ.

დასავლეთის ქვეყნების შემზღუდავმა ღონისძიებებმა რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობზე ფასების ვარდნასთან ერთად, ქვეყანაზე გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ, - განაცხადა მან. სოროსმა ასევე არ გამორიცხა დეფოლტი რფ-ში მომავალში.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები განამტკიცებენ ზეწოლას დეფლაციისა და რეცესიის კუთხით, რაც ისედაც არსებობდა ევროპაში, მაგრამ ახლა რეალობად იქცა. დეფოლტი შესაძლოა დიდი დარტყმა აღმოჩნდეს ევროპული ბანკებისათვის“, - აღნიშნა სოროსმა.