აქტუალური
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

1-general-aqtual-1საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა, ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა და  V ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიორმა როლანდ ძნელაძემ მიულოცეს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე მდებარე ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

ავღანეთში, 51-ე ბატალიონის სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ამჟამად "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილეობენ.