საზოგადოება
ომარ ნიშნიანიძე: „ბატონი ბიძინა თუ მოვა, მოვა ალბათ პირველ კაცად პარტიაში, მაგრამ სერიოზულ დონეზე ეს არ განიხილება“

1-omar-sazog-3საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით პარტიაში აქტიური საუბარი არ არის. თუმცა, კულუარულ საუბრებს ამ საკითხზე არ გამორიცხავს.

„საჭიროება, რომ პარტია გაძლიერდეს, ცხადია, არსებობს, მაგრამ ამას ვინ გააკეთებს და ვინ იქნება, უნდა ვნახოთ. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე პარტიასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, თუმცა ფრაქციასთან დაკავშირებით იყო საუბარი... მე უფრო სერიოზულად ამ ეტაპზე მიმაჩნია მაინც პარტიაზე ყურადღების გამახვილება. თუ ამას არ გავაკეთებთ, ძალიან დავაგვიანებთ, იმიტომ რომ წინ წელიწად-ნახევარზე მეტი აღარ დარჩა ახალ არჩევნებამდე, თუ ვადამდელი არ იქნება, რა თქმა უნდა, ვადამდელს არ ველოდებით, არც არის ამის საჭიროება, მაგრამ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის და ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. პრინციპში, იმისათვის რომ გაიწმინდოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ პარლამენტი, მივიჩნევდი, რომ კარგიც კი იქნება, თუმცა კონსტიტუციურად არ მიმაჩნია სწორად", - განაცხადა ნიშნიანიძემ.