აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „საქართველოს ტრანსფორმაციას საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამა, რომლის მიზანიცაა სანიმუშო მმართველობისა და ინსტიტუციური დემოკრატიის დამკვიდრება“

1-transformacia-aqtual-1საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ევროპის განვითარების წლის" სპეციალური პანელის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით განახორციელა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ელიტური კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულთა სასარგებლოდ არსებული ეკონომიკის მოჯადოებული წრის გასარღვევად. საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენი ახალი კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება დეცენტრალიზებულია და გაზრდილია ანგარიშვალდებულება მმართველობის ყველა დონეზე.

საქართველოს ხელისუფლებამ აამოქმედა ადამიანის უფლებათა სტრატეგია; განამტკიცა კანონის უზენაესობა, რისთვისაც უზრუნველყო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ბრალდებულებისთვის მეტი უფლების ინსტიტუციონალიზაცია; წერტილი დაესვა ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობას, ასევე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში“, - განაცხადა, კერძოდ, მთავრობის მეთაურმა.