აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ყველა რეფორმის მამოძრავებელი ძალა არის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ“
1-reforma-aqtual-2საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის განვითარების წლის" სპეციალური პანელის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია და სურვილი, გახდეს რეგიონში ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციის ძალის მაგალითი. მომდევნო თვეებსა და წლებში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რომელიც არის კიდეც საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, საბოლოოდ გარდაქმნის საქართველოს აბსოლუტურად სტაბილურ და ფუნქციონალურ, პლურალისტულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმებითა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ეს პროცესი გზას გაუხსნის საქართველოს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და გაზრდის ქვეყნის მომხიბვლელობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ჩვენი მოქალაქეებისათვის პერსპექტივის გაჩენას", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.