აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე“
1-sosed-aqtual-3საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. „ევროპის განვითარების წლის" სპეციალური პანელის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად გადადგა. ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მისგან მომდინარე პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან... ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას არ მოჰყვა თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას, და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმა მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.