საზოგადოება
ირაკლი კაკაბაძე: „ჩემი და არ არის მთავარი მოქმედი პირი. ბევრად უფრო გონიერი მანქანა მუშაობს, რომელიც რწმენასა და მართმადიდებლობას ებრძვის“

1-zomby-sazog-3საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში საპატრიარქოზე მისი დის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კაკაბაძე ამბობს, რომ პარტრიარქისადმი დაბადების დღის მისალოც წერილში იგი ბოდიშს იხდის იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც „ნებსით თუ უნებლიედ ეკლესიას ტალახს ესვრის და ძალადობრივი განცხადებებით სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს“.

იგი დაახლოებით 10 წლის წინ გადავიდა ამ რელსებზე, ჩემი და ცუდი ადამიანი არ არის, ის, უბრალოდ, ზობირებულია იმ წრეების მიერ, ვისაც არ მოსწონს მშვიდობის მოყვარული პატრიარქი და ყოველდღიურად ცდილობს საქართველო ახალ ომში ჩაითრიოს“,-აცხადებს კაკაბაძე.