აქტუალური
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ესტუმრა

1-afgan-aqtual-1საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ქართველი სამხედროების მოსანახულებლად ბაზა „მარმალზე“ იმყოფებოდა ასევე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი.
გენერალ-მაიორი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა და  საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „მარმალზე“ ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰერალდ განტესაც შეხვდა.

IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს და საპატრულო რაიონს აკონტროლებს. გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.