პუბლიკაციები
ამერიკელი კინორეჟისორი ოლივერ სტოუნი: „იანუკოვიჩი უკრაინის კანონიერი პრეზიდენტი იყო, სანამ არ ჩამოაგდეს! უკრაინის მოვლენები აშშ-ის ჩარევის გარეშე არ მომხდარა“

1-oliver-aqt-3-an-2საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი უკრაინის ექსპრეზიდენტს შეხვდა. „ოსკარის“ მფლობელი ვიქტორ იანუკოვიჩზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. იანუკოვიჩთან შეხვედრის შესახებ სტოუნი თავის „ფეისბუქ-გვერდზე“ ჰყვება. რეჟისორის თქმით, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან საუბარი 4 საათს გრძელდებოდა და ამ მასალებს ინგლისურ ენაზე დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად გამოიყენებენ. ფილმის პროდიუსერები კი უკრაინელები იქნებიან.

უოლ-სტრიტის“ შემქმნელი მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩი არაკონსტიტუციური გადატრიალების გზით ჩამოაგდეს. ოლივერ სტოუნი, კინორეჟისორი: „იანუკოვიჩი კანონიერი პრეზიდენტი იყო, სანამ არ ჩამოაგდეს. დეტალები ფილმში იქნება ნაჩვენები, თუმცა, ახლავე გასაგებია, რომ ე.წ. სნაიპერები, რომლებმაც 14 პოლიციელი და 85 სამოქალაქო პირი დაჭრეს, ასევე, მოკლეს 45 დემონსტრანტი, მესამე მხარის გამოგზავნილი იყვნენ“.

ჰოლივუდის მეტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოვლენები აშშ-ის ჩარევის გარეშე არ მომხდარა, - იუწყება ინტერფაქსი.