სამართალი
საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვასილ ა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის „ა-კა-ეს-74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით, ასევე კუსტარულად დამზადებული „ნაგანი“-ს ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი ამოიღეს.