პუბლიკაციები
საქინფორმი: ობამა „სოლიდარობის მარშში“ არ მონაწილეობდა უსაფრთხოების მოსაზრებებით თუ სინდისის ქენჯნის გამო?!

aqtual-1-analit-4საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. მარშში მონაწილეობდნენ რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლები, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის ჩათვლით. რუსეთს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. აშშ-ს წარმოადგენდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი. „მიგვაჩნია, რომ დელეგაციაში უფრო მაღალი დონის წარმომადგენელი უნდა იყოს ჩართული, - აღიარა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა, - ვფიქრობ, გარემოებები რომ სხვაგვარად წარმართულიყო, პრეზიდენტი მოისურვებდა იქ ყოფნას.
თუმცა, ვიზიტის მომზადება ესოდენ შემჭიდროებულ ვადებში ძნელი იყო, ვინაიდან მის შესახებ დაწყებამდე 36 საათით ადრე შევიტყვეთ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტები დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იგეგმება და უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მოითხოვს.

დარწმუნებული ვარ, რომ საიდუმლო სამსახურის პროფესიონალები ამ სირთულეებს გაუმკლავდებოდნენ, თუმცა, ეს ძალიან რთული იქნებოდა იმის გარეშე, რომ გავლენა მოგვეხდინა უბრალო ადამიანების საშუალებაზე, დასწრებოდნენ ამ მარშს“, - განაცხადა მან.

საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არ მონაწილეობდა „სოლიდარობის მარშში“ არა უსაფრთხოების მოსაზრებებით - მას უბრალოდ „რცხვენოდა“ პარიზში ჩაფრენის, რადგან ტერაქტი „ცე-რე-უ“-სა და პენტაგონის ნაშიერის - „ალ-ქაიდას“ ბოევიკების მიერ იყო მოწყობილი, რომლებაც საფრანგეთი პრეზიდენტ ოლანდის იმ განცხადების გამო დასაჯეს, რომელიც მან ტერაქტამდე 2 დღით ადრე გააკეთა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების აუცილებლობის თაობაზე...