პუბლიკაციები
The National Intereset: „ ნავთობზე ფასების ვარდნის პირობებში დასრულდა ამერიკის შტატების უმრავლესობის ეკონომიკური ზრდა, რომელთა მაჩვენებლები ნავთობმოპოვებაზეა დამოკიდებული!“

aqtual-2-analit-5საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილოეთ დაკოტის მშპ-ს 10%-იანი ზრდის 37 % ნავთობმოპოვებაზე მოდის. ოკლაჰომას შტატს ეკონომიკური ზრდა 59%-ით დამოკიდებული იყო მოპოვებაზე. ვაიომინგის შტატში ეკონომიკური ზრდის 81% ნავთობის მოპოვებაზე მოდიოდა. კლდოვანი მთების რეგიონი, სადაც ვაიომინგი შედის, 2013 წელს მთელ ქვეყანაში ყველაზე მაღალ ზრდას უჩვენებდა - 4.1%, რომლის მესამედიც განპირობებული იყო ნავთობის მოპოვებით. 2012 წლიდან ნავთობწარმოების მოცულობა 20%-ით გაიზარდა, მაგრამ დაბალი ფასებისა და ენერგეტიკული ბაზრის მაღალი ვოლატილობის პირობებში ეკონომიკური ზრდა სტაგნირებას განიცდის.

ჩრდილოეთ დაკოტა ეკონომიკური სასწაული იყო, ტეხასი - გამოცანა, მაგრამ ისინი ერთადერთი შტატები როდი არიან, რომლებიც ნავთობის ფასების კოლაფსისგან დაზარალდებიან“, - დასძენს The National Interest.