პუბლიკაციები
„ჩვენ ვართ მუსლიმები; წყეულიმც იყოს „შარლი ჰებდო!“ - "კარფურის" საიტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

sazog-2საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. „კარფურის" ვებგვერდის გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილი კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.

ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფურის" საიტი საქართველოში - carrefour.com.ge გატეხეს. "Hacked By Middle East Cyber Army. WE ARE MUSLIMS" - ასეთი ტექსტი ხვდება მომხმარებელს ვებგვერდზე შესვლისას. ინგლისურ ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი ჩვენი წიგნია; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; წყეულიმც იყოს „შარლი ჰებდო!", ისლამი და ისლამისტები მუდამ დომინანტები იქნებიან; ისლამი სიმართლეა, ამიტომ არის ის ყველაზე სრაფად ზრდადი რელიგია!".