საზოგადოება
განრისხებული კორკოტა: „საქართველოში სისხლი დაიღვრება! თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, ქვეყანა უკან კი დაიხევს, მაგრამ "ნაციონალებისა" და კოჰაბიტანტი ,,ოცნებისგან'' გათავისუფლდება! "

Korkot-sazog-1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. კორკოტაშვილის განცხადებით, „ოცნება“ შიძლება ჩამოიშალოს და მის შიგნით "ნაციონალებთან" ერთად ახალი სიმბიოზი შეიქმნას. "გაბრაზებული მოქალაქის" დამფუძნებლის თქმით, სააკაშვილს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, მაგამ ქართველი ხალხი "ნაციონალების" მობრუნებას არ დაუშვებს.

ქართველი კაცი სისხლის ბოლო წვეთს დაღვრის, მაგრამ "ნაცების" მობრუნებას არ დაუშვებს. თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, ქვეყანა უკან კი დაიხევს, მაგრამ "ნაციონალებისა" და კოჰაბიტანტი ,,ოცნებისგან'' გათავისუფლდება. მართლა სისხლი დაიღვრება!",-აცხადებს "ვერსიასთან" ინტერვიუში გია კორკოტაშვილი.