პუბლიკაციები
„საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება“ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლი, რომლის ფარგლებშიც ხვდებიან სააკაშვილი და მის დაქირავებულთა გუნდი

Culuk-sam-1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი.. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. განმარტებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, 312- პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით... არ შეიძლება, სახელმწიფო ამ ტიპის გადინებისადმი ტოლერანტული იყოს... ვინაიდან მიდის ახალგაზრდებისთვის ტვინის რეცხვა, ხდება მისი რელიგიური რადიკალიზაცია და ..", - განაცხადა წულუკიანმა სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე საუბრისას.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მოექცეს ამ კანონის ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი ქართული დაჯგუფება, წულუკიანმა უპასუხა, რომ „თუ ფორმირება უკანონოა, რა თქმა უნდა".