პუბლიკაციები
ამავე უწყებაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ჯაბა ებანოიძე (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი), თამარ შელია და გიორგი წიკლაური (ორივე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააღსრულებო ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილეები) იმუშავებენ.
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა მისი გუნდის ქართველი წევრები გუშინ ოფიციალურად წარადგინა. ყოფილი ხელისუფლების ოთხივე წარმომადგენელი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს რეფორმირებაზე იმუშავებს.
ჯერჯერობით ისევ უცნობია, ვის გულისხმობდა სიურპრიზში პეტრე პოროშენკო, რომელზეც ის დეკემბერში საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს უკვე შესთავაზეს.