საზოგადოება
უკრაინაში მომდევნოებს გოგა ხაჩიძეს, გურამ დონაძეს და კოტე კუბლაშვილს დაასაქმებენ

Goga-saz-1-an-2საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებაში იმერეთის ხანმოკლე გუბერნატორობისას საზოგადებას თავი ე.წ. ბოთლების სკანდალით დაამახსოვრა.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, უკრაინის სახელისუფლო სტრუქტურებში, კიდევ ორი ქართველის შესაძლო დანიშვნაზე საუბრობენ. კერძოდ, შესაძლოა უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილეობა - გოგა ხაჩიძეს (პარლამენტარს, საქართველოს ეკოლოგიის ექსმინისტრს, პროფესიით მუსიკოსს, ავტორს ჰიტისა სააკაშვილის შესახებ „მიშა-მაგარია“!), გურამ დონაძეს კი (საქართველოს შსს პრესცენტრის ექსხელმძღვანელს, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილისა და სხვების გახმაურებულ მკვლელობებში  გარეულს) უკრაინის შსს პრესცენტრის ხელმძღვანელობა, ან საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორობა შესთავაზონ.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, თუმცა გია გეწაძეს წარმატებებს უსურვებს:

კარგია, რომ ასეთი დონის კადრს, როგორიც გიაა, თავის ქვეყანაში თუ არა, სხვაგან, მეგობარ უკრაინაში მაინც მიეცემა მუშაობის საშუალება... მივესალმები ამას, მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა, მათი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას მოხმარებოდ“, - განაცხადა ხაჩიძემ, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე, არსებული რეალობა ოფიციალური თბილისისა და კიევის ურთიერთობაში რაიმე უხერხულობას ხომ არ შექმნის, შემდეგნაირად უპასუხა:

„ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა უხაროდეს, რომ მის თანამოქალაქეს მეგობარ ქვეყნაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ. თუმცა, ნორმალურ და ჯანსაღ რეაქციას არც ღარიბაშვილისგან ველოდები და არც ივანიშვილისგან“.