საზოგადოება
აჰმედ ალ გურჯი: „მე ტერორისტი არ ვარ, მე ისლამის მებრძოლი ვარ. რაც ევროპამ მუსლიმანებს გაუკეთა ბოლო წლებში და რაც პანკისელებს გაგვიკეთა საქართველომ, ის არ იყო ტერორიზმი?!”

axmed-saz-2-an-3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ისლამი რადიკალი თამაზ ჭაღალიძე იგივე აჰმედ ალ გურჯი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით ქრისტიანებს და სამღვდელოებას სირიიდან დაემუქრა, ბათუმელ მეგობართან მერაბ ღოღობერიძესთან სოციალურ ქსელით მიმოწერაში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. მეგობრებს შორის მიმოწერას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს:

..: შენ მესვრი თამაზ მე? მე ჩემი პატრიარქის მოკვლის უფლებას ვერ მოგცემ და ვერც ერთი პირწავარდნილი ქართველის. შენ უკვე აღარავინ მოგცემს უფლებას, აქ საქართველოში შემოხვიდე და თუნდაც აქ მოკვდე.

..: მერაბ, ვინც ისლამს და მუსლიმანებს შეგვებრძოლება, ჩემი ძმაც რომ იყოს, ვესვრი, ჩემი დახმარება თუ გინდა, აჭარის ავტონომია ისლამური უნდა გახდეს. საპატრიარქო წავიდეს, თორემ საფრანგეთი მონაგონი იქნება.

..: კითხვა მაქვს მესვრი?.. შენ ხაზი გადაუსვი ქართველობას იმის გამო, რომ მხოლოდ ისტორიაში ჩაიწერე, როგორც თვითმკვლელი ტერორისტი.

თ.ჭ: მერაბ, მე შეიძლება ჩემს ძველ მეგობარს არ ვესროლო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ეპატიოთ მუსლიმანების წინააღმდეგ ჩადენილი თუ აქვთ რაიმე დანაშაული. ასეთ ადამიანებს ვესვრი, ძმასაც კი... როცა აქ ჩამოვედი, დღეში 6 და 7 ბომბს აგდებდა ამერიკის კოალიციის თამადობით. მაშინ მივხვდი, რომ უნდა დამეხოცა ეგენი, მერე კობანში ვიბრძოლე, ჩემს თვალწინ ჩემი მუსლიმანი 5 ძმა დაიღუპა, მე კი დავიჭერი, ასე, რომ ვიცი ომის სუნი. ძალიან ცუდი სუნი აქვს ბომბს, ტყვიას, ცეცხლსა და სისხლს“...