საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმდა, როცა ოდესაში, პროფკავშირების სახლში ხალხი დაწვეს, დღეს კი აღშფოთებულია ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელშიც უპირობოდ რუსეთს ადანაშაულებს!

midgruz-saz-3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს შემდეგ განცხადებას:

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს 2015 წლის 13 იანვარს, უკრაინის დონეცკის ოლქში, . ვოლნოვახში, ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების უპირობო შესრულებას უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.