საზოგადოება
მემაწვნეებსაც დააჯარიმებენ!

matsoniსულ მალე მემაწვნეებსაც დააჯარიმებენ. ის ადამიანები, ვინც ლუკმაპურისთვის კარდაკარ სიარულით მწვანილს, მაწონსა და რძეს დაატარებენ, რაც თბილისში ოდითგან დამკვიდრებული ტრადიციაა და ქალაქის კოლორიტის განუყოფელი ნაწილი, იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუ პარლამენტი მთავრობას დაეთანხმება. პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვა ვეტერინარული მოწმობების გარეშე. ასეთი დანაშაულისთვის 1500-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.
მემაწვნეები შიშობენ, რომ, თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მიიღებს, ქუჩაში, შესაძლოა, მემაწვნე გააჩერონ და დააჯარიმონ. მემაწვნეები კი ასეთ ჯარიმას ვერ გადაიხდიან, რადგან მათ ამის საშუალება არ აქვთ.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა სახით და როდის მიიღებს პარლამენტი კანონპროექტს და შეექმნება თუ არა პრობლემები მემაწვნეებს? საპარლამენტო ოპოზიცია კი მთავრობას გლეხური მეურნეობისადმი ფრთხილ მიდგომას ურჩევს.