საზოგადოება
ბრიუსელში წიგნების მაღაზიების გამყიდველებმა წერილები მიიღეს ანგარიშსწორების მუქარით, თუკი ისინი ყოველკვირეული გამოცემა „Charlie Hebdo“-ს ამ გამოცემას გაჰყიდიან

1vladelci-sazog-1-anal-4საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ აგდებს მავანი კოვერტს ერთ-ერთი სავაჭრო წერტილის საფოსტო ყუთში. პოლიცია გამგზავნის ვინაობის დადგენას ცდილობს.

მოციქული მუჰამედის გამოსახულებიანმა პუბლიკაციებმა არაერთხელ გამოიწვიეს თურქეთის მუსლიმანთა მკვეთრი პროტესტი. სტამბულში საპროტესტო მანიფესტაციის მონაწილე: „მოციქულის შეურაცხყოფა წითელი ხაზია, რომლის გადაბიჯებაც დაუშვებელია! ისლამი გაგებით ეკიდება სხვა რელიგიების ყველა მოციქულისადმი ხოტბის აღვლენას. ეს კარიკატურები უადგილოა ისინი შეურაცხყოფის მიყენების მიზნით შეიქმნა და ეს წლობით გრძელდებოდა!“

პაკისტანის ნაციონალური ასამბლეის დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს ფრანგულ ჟურნალ „Charlie hebdo“-ში დაბჭედილ კარიკატურებს მოციქულ მუჰამედზე. სესიის დასრულებისთანავე ათობით პარლამენტარმა მსვლელობა მოაწყო ნაციონალური ასამბლეის შენობის წინ მოედანზე შეძახილებით: „მზად ვართ მოციქული მუჰამედისთვის თავის გასაწირად!“.