აქტუალური
თამარ ბერუჩაშვილი: „სიამაყით აღვნიშნავ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ნაყოფიერი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით!”

1beruC-aqtual-1-analitსაქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. 2015 წლის 16 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა პროექტის „ღია მმართველობა" ფარგლებში საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში მიმოიხილა ხელისუფლების მმართველობის ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღწეული წარმატებები.

მან უპრეცედენტო მიღწევებს შორის გამოყო: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა; „არსებით ღონისძიებათა პაკეტის" მიღება ნატო-ს უელსის სამიტზე; ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებათა რიცხვის შემცირება ორი სახელმწიფოთი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მხარდამჭერის მოპოვება გაერო-ში; საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოთა რაოდენობის გაზრდა 183-მდე და დიპლომატიური გადაფარვის არეალის უპრეცედენტო გაფართოება; გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილის გაზრდა.