საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: „რეგულარულარული რეისები იყო მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა" - რუსეთის-საქართველოს საგარეო უწყებების მიმოწერის დეტალები

1reisebi-sazog-2საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი რუსეთთან უერთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლას მიესალმება.

არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ კანონიერად რუსული ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში და პირიქით, კარგია თუ რუსეთიდან კაპიტალი გაედინება საქართველოში...

ის ორი ტერმინალი, რომელიც "როსნეფტს" მიეყიდა "პეტროკასის" მიერ, თავის დროზე ეკუთვნოდა დავით კეზერაშვილს, ესე იგი "ნაციონალურ მოძრაობას“. 2011 წელს ეს კომპანია მიყიდა "პეტროკასს" და კარგი სარგებელიც მიიღო. ახლა კი მისი 49%-ი გაიყიდა "როსნეფტზე"... რაც შეეხება აეროფლოტს, ნოტა, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რანაირად შეიძლება იყოს საიდუმლო. ასეთ ნოტებით სავსეა საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარია. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური არხებით მიმოწერა. ორ საავიაციო სააგენტოს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ნამდვილად მოხდა ამის განხილვა კარასინი-აბაშიძის ფორმატში და მე ამას სულ ვამბობდი, რაც დაიწყო ჩვენი დიალოგი, რომ ჩვენ იქ განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებსა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის საკითხებს, ერთ-ერთი სწორედ ეს იყო, რეგულარული რეისების აღდგენა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი2-"თან საუბრისას.