აქტუალური
„კულინარი“ და „ცე-რე-უ“-შნიკი ალასანია - მედიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ საქართველოში: „რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართულ მედიაში დიდი ფულის ჩადება დაიწყეს!“

1kulinar-aqt-3-an-4საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ „გურიის მოამბესთან“ ინტერვიუში ახალგამოჩეკილი „ოპოზიციური პარტია“ „თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერმა, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა, წარსულში ერთ-ერთი ყველაზე „მაგარი“ ბანდფორმირება „კულინარების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და აშშ-ის „ცე-რე-უ“-ს სადაზვერვო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ალასანია განაცხადა.

ჩვენი ამოცანა იყო და რჩება, არ მივცეთ რუსეთს შანსი, ჩაგვითრიოს ესკალაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ქვეყანა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს სამხედრო კუთხით, დაუახლოვდეს ნატოს. ამ კუთხით ვხედავ სერიზულ გამოწვევას, იმიტომ, რომ დიდი ფულის ჩადება დაიწყეს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ქართულ მედია სივრცეში, ვებპორტალების დაფინანსებაში, ცდილობენ საქართველოში იპოვონ დასაყრდენი იდეეებისა, რომ ევროპული არჩევანი ქვეყნისთვის არასწორია, რითც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ!

ხელისუფლება უნდა იყოს ძლიერი, რომ რუსეთის მხრიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ჩვენს მედია სივრცეში, ასეთი ფინანსური ინექციები არ დაუშვას. შემაშფოთა ისეთმა ცნობებმა, რომ რუსული ბიზნესი როსნეფტი“-ს, წარმომადგენლობა ფეხს იკიდებს საქართვლოში და ფოთის პორტში. ბიზნესი და გარიგებები გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, სანქციებში მოყოლილი კომპანია როგორ აღმოჩნდა ფოთის პორტში“,- აცხადებს ირაკლი ალასანია.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატი“ და „ამერიკელი“ ალასანია, რომელიც დღეს საქართველოში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოდის და ძალოვან სტრუქტურებს მეოთხე ხელისუფლებაზე - მედიასა და ჟურნალისტებზე იერიშისკენ მოუწოდებს, გასულ კვირას „შარლი იყო“...

საქინფორმი