საზოგადოება
ჯუმბერ კირვალიძე: „დაიცავი საქართველო კოჰაბიტი პოლიტიკოსებისგან, თანა-მედროვე ჟურნალისტებისგან და მევახშე ბიზნესმენებისგან!"

1kirval-saz-1-an-1საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს, რომ იგი აბსოლუტურად ეთანხმება ლევან ვასაძის განცხადებას - ჟურნალისტები მეტ ზიანს აყენებენ საქართველოს, ვიდრე პოლიტიკოსებმა მიაყენეს ბოლო 25 წლის განმავლობაში და, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ეთიკური რეგულირების შესახებ კომისია უნდა შეიქმნას!"

დავამატებდი, რომ სახელმწიფო რეგულირების დონეზე ქვეყნის საბანკო-საფინანსო კომერციულ სისტემა და სხვადასხვა ბიზნეს-სტრუქტურებიც "მისახედია", თორემ, საქართველო როგორც სუვერენული სახელმწიფო დაღუპვის პირასაა, რაშიც ლომის წილი მიუძღვით კოჰაბიტ პოლიტიკოსებს, თანა-მედროვე ჟურნალისტებს და "ენჯეოშნიკებს", აგრეთვე, მევახშე ბიზნესმენებს!“- აღნიშნავს კირვალიძე.