საზოგადოება
მიშა სააკაშვილმა იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მოკლა! კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების წყალობით მოვიდა, როგორიცაა ვაზაგაშვილი, მესამე წელია მკვლელებს ხელს აფარებს!

1iura-saz-3-M-anსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოზე მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა სააკაშვილის პოლიციის მიერ ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციისას მოკლულიზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი მესაფლავეებმა იპოვეს, რომლებსაც სამი აფეთქების  ხმა შემოესმათ.

აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. პირველი - ნაკლებ დამაჯერებელი, სერიიდან „ჟვანია გაზით გაიგუდა“ - ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. მეორე, რომ ტერიტორია - ვაზაგაშვილის ვაჟის საფლავი დანაღმული იყო და აფეთქება ვაზაგაშვილის მიერ ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა. იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობისა და თავის აფეთქების ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი ძმა მოკლეს.

"სოფელ ყარაფილაში დაკრძალვა იყო, იური ვაზაგაშვილი დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავდა და ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებს, ვინც მკვლელობა დაგეგმეს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა. პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

1iura-sazog-3-qv