პუბლიკაციები
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. პირველი - ნაკლებ დამაჯერებელი, სერიიდან „ჟვანია გაზით გაიგუდა“ - ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. მეორე, რომ ტერიტორია - ვაზაგაშვილის ვაჟის საფლავი დანაღმული იყო და აფეთქება ვაზაგაშვილის მიერ ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა. იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობისა და თავის აფეთქების ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი ძმა მოკლეს.
"სოფელ ყარაფილაში დაკრძალვა იყო, იური ვაზაგაშვილი დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავდა და ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებს, ვინც მკვლელობა დაგეგმეს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა. პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.