აქტუალური
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა 08.08.08 ომის გამო - სს საქმე მუხლებით „გენოციდი“, „მკვლელობა“ და „ომის წარმოების აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება“, ყველა მასალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა!

1pravosudie-aqt-3-an-Mსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგება სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენების გამო. ამის შესახებ მან გაზეთ „სობესედნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა. „როგორც ისატორია გვიჩვენებს, ადრე თუ გვიან ყველა, ვინც ამგვარ დანაშაულს სჩადის, მათზე პასუხს აგებს. იგივე საქართველოს ყოფილმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნისას სამხრეთ ოსეთში ჯარების შეყვანისა და რუსი მშვიდობისმყოფლების კორპუსზე თავდასხმის ბრძანება გასცა. მაშინ დასავლეთში ცოტამ თუ დაგმო ეს ცინიკური და სასტიკი ქმედება. ახლა კი ეს ჰალსტუხების მღეჭავი მთელ მსოფლიოში დარბის და საქართველოში დაბრუნების ეშინია, რომ არ დააკავონ“, - აღნიშნა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 მარკინის თქმით, რუსეთში საქართველოს ყოფილი ლიდერის მიმართ გამოძიებულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით „გენოციდი“, „მკვლელობა“ და „ომის წარმოების აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება“, ხოლო ყველა მასალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეგზავნა.

საერთაშორისო სამართლის ნორმები საშუალებას არ გვაძლევს, ძებნაში გამოვაცხადოთ სააკაშვილი. მართალია ის სახელმწიფოს ყოფილი მეთაურია, მაგრამ ფლობს იმუნიტეტს უცხოური სისხლის სამართლის იურისდიქციით. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მას აუცილებლად ელოდება სასამართლო, და თუ როგორი - ამას დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა მან.

1pravosudie-aqt-3-qv