საზოგადოება
ვაზაგაშვილის ბოლო სკანდალური ინტერვიუ: „ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს"

1Poslednee-sazog-3საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილმა „კვირის პალიტრას“ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ინტერვიუ მისცა.

ვიდეომასალა 40-წუთიანია და ის გრიგოლ კვინიკაძემ გადასცა ობიექტივს. კვინიკაძე სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და ამ საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. ეს კვინიკაძე იმ ჯგუფში იყო, რომელმაც თამაზ თამაზაშვილს იარაღი ჩაუდო. ახლა საფრანგეთშია გაქცეული. კვინიკაძემ კადრები კეთილი განზრახვით კი არ გამოაჩინა, არამედ იმიტომ, რომ თამაზაშვილისთვის დაენახებინა, თითქოს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

... წინა ექსპერტიზითაც დგინდებოდა, რომ ზურა განზრახ მოკლეს. ამას ადასტურებენ ბუბა ფუთურიძე და სხვა მოწმეები, მათ შორის - პოლიციელებიც... თვითმხილველების ცნობით, იმ გასროლამდე ზურა ცოცხალი იყო. დიახ, ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს!

... პროკურატურაც და შსს- გაძეძგილია ძველი კადრებით. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო, მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანს და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს. დაგინახავთ სადმე გუბაზ სანიკიძე? ან სად არიან ძიძიგური, ძმები გაჩეჩილაძეები? სად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ პლაკატებით და ყვიროდნენ, დაისაჯონ მკვლელებიო?!"- ამბობს, კერძოდ, ვაზაგაშვილი აღნიშნულ ინტერვიუში.