საზოგადოება
ევრაზიის ინსტიტუტი: „საინფორმაციო მხარდაჭერა უკრაინის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით აღმოგვიჩინეს სააგენტომ "საქინფორმი" და გაზეთმა "საქართველო და მსოფლიო" - როგორ გავარღვიოთ საინფორმაციო ბლოკადა – ერთი მაგალითი“

1-evrazia-saz-2-an-3საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სრული საინფორმაციო ვაკუუმი, რომელშიც უცხოეთიდან მართული ქართული მასმედია ამყოფებს ხალხს, ძნელი გასარღვევია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალტერნატიული ანუ ქართული ინტერესებიდან გამომდინარე ორგანიზაციები არ ფლობენ სერიოზულ ფინანსურ სახსრებს. მაგრამ იმ მცირედით, რაც გაგვაჩნია, მაინც შეიძლება გარკვეული შედეგის მიღწევა. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს მაინც უშუალოდ უნდა მიეწოდოს ის ინფორმაციები, რომლებსაც მასმედია მათ უბლოკავს.

მაგალითისათვის მოგვყავს უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ ევრაზიის ინსტიტუტის გამოკვლევის გავრცელება საქართველოს მთელ რიგ რაიონებში. ევრაზიის ინსტიტუტის და ქართულრუსული ურთიერთობებისათვის სახალხო მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები, ბატონებითემურ თვალიაშვილი და რობერტ ბეკურიშვილი მცხეთადუშეთის რეგიონის მოსახლეობას ხვდებიან (ფოტოები იხ. აქ).

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო მხარდაჭერა უკრაინის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით, როგორც სხვა დროს, ისე ახლაც აღმოგვიჩინეს სააგენტომ "საქინფორმი" და გაზეთმა "საქართველო და მსოფლიო", რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. აქვე ვაანონსებთ სააგენტო "ივერიონთან" თანამშრომლობის დაწყებას და იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის ნაყოფიერებისა.