საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი“

1-lekso-sazog-1საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ალექსანდრე ჭიკაიძის თხოვნას დავაკმაყოფილებ,–ამის შესახებ დავოსში ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლექსო ჭიკაიძე არის ღირსეული პოლიციელი. მან მომმართა თხოვნით, რომ დავაკმაყოფილო მისი განცხადება გადადგომის თაობაზე... ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკაში  სხვა სტანდარტები დაამკვიდრა. ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მთავარია ემსახუროს ხალხს, ქვეყანას. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროკურატურა მუშაობს ვაზაგაშვილის საქმეზე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.