საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ალექსანდრე ჭიკაიძემ პატივი სცა ოფიცრის მუნდირს“

1-mundir-sazog-2საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ ცენტრ „ჯაზუში“ განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ჭიკაიძემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და აჩვენა, რომ აქვს პასუხისმგებლობის განცდა. ის აცნობიერებს, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს. მან პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა. ალექსანდრე ჭიკაიძემ აჩვენა დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა. ეს იყო მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.