სამართალი
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

1-Sektor-sam-2-mtსაქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის დუმაში მისი რატიფიკაცია იყო.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება,რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით, უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით მოგვარდეს. „პრეზიდენტმა დაიწყო შეხვედრები მსგავსი ფორმატით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული ყველა წინადადების მოსმენას. ეს პროცესი აუცილებელია, რათა ყველამ ერთად - სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა, არასამთავრობო სექტორმა, დევნილმა მოსახლეობამ - მაქსიმალურად ჩამოვაყალიბოთ ის პოზიცია, რომელსაც შემდეგ ყველა ერთიანად დავიცავთ“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში  თენგიზ ფხალაძემ.

1-Sektor-sam-2-qv