საზოგადოება
საქინფორმი: საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სააკაშვილის ტრადიციებს და უკრაინის კონფლიქტში წარმოადგენს მხარეს, რომელიც მხარს უჭერს კიევი-ნატოს ხუნტას - როგორც ხელისუფლებას, და კიცხავს ხალხს, როგორც - სეპარატისტებს

1-MID-saz-2-anსაქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საკუთარ, მთავრობისგან დამოუკიდებელ საგარეო ერთპოლარულ პოლიტიკას და ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს დღეს, 24 იანვარს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.