საზოგადოება
განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ ,,ცისკრის’’ პრეზენტაცია გაიმართება

ciskariდღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ ,,ცისკრის’’ პრეზენტაცია გაიმართება. როგორც პრეზენტაციის ინიციატორები აცხადებენ, ,,ცისკარმა’’ საუკუნეებს გაუძლო და თაობები აღზარდა. ,,ჟურნალი ,,ცისკარი’’ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის წინ დაარსებული პერიოდული გამოცემაა, რომელმაც მრავალი წლის მანძილზე დიდად შეუწყო ხელი ქართული მწელობისა და პუბლიცისტიკის აღორძინებასა და განვითარებას, ისტორიული და ფილოლოგიური კვლევების წარმოჩენას, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ,,ცისკარი’’ ყოველთვის პირუთვნელად ასახავდა ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს და ერთგვარი ორიენტირი იყო სწორი აზრის შესაქმნელად. მოხარულნი ვართ, რომ, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მინდა დავლოცო ჟურნალის გამომცემელნი, ავტორები და მკითხველი და ვუსურვო მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და მამულის სამსახურად ‘’, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.