აქტუალური
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია წამლებზე ფასის მომატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებს გამართულ ბრიფინგზე კვარაცხელიამ განუცხადა, დღეისთვის 350-მდე მედიკამენტზეა ფასი მომატებული და არანაირი საფუძველი არ არსებობს რაიმე ღონისძიების გატარების, ვინაიდან ეს ციფრი 10%-იც კი არ არის იმ მედიკამენტებისა, რომელიც ბრუნვაშია. ბრუნვაში კი 5000-ზე მეტი მედიკამენტია.