საზოგადოება
ივანიშვილი: “მოგონილი თემაა ეს. ლარის კურსი საზოგადოებას ტვირთად არ აწევს. “რუსთავი 2″ ახდენს აგიტაციას!“

1-tema-saz-2-an-5საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:

“მოგონილი თემაა ეს. ლარის კურსი საზოგადოებას ტვირთად არ აწევს. “რუსთავი 2″ ახდენს აგიტაციას. ეს ფასებზე არ ასახულა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და მსოფლიოში, ეს ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც. ეკონომიკა და ბიზნესი რთული თემაა და ალღოა საჭირო. ალღო უნდა, ასე მარტივი არ არის სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში თუ ლარში, თუ ევროში გადაიტანო. ეს არის პროცესი, ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესებში უნდა გაერკვეს. თუ ვერ ერკვევა ბანკირი დაიქირავოს, ან სპეციალისტი ვინც ამაში ერკვევა და რჩევა მიიღოს”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.