საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა ეფექტური ხარჯვა ვერ მოხდება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება“
1-rezerv-sazog-3საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც სხდომაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ხელისუფლება ინვესტორებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.
პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის რეგულარულად წარდგენა დაავალა. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით, იანვრის თვის გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 519 მილიონი უკვე მობილიზებულია.
პრემიერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებ, რომლის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე ორი დღის წინ პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ბოლოს იგეგმება.