საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და ეს საქმე ერთ-ერთი მათგანია“
1-gromkie-sazog-1საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის გახსნას.
ჩვენი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ და ეს არის ერთ-ერთი მათგანი. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. ეს საქმეები გამოძიებულია, ბევრი დასრულების სტადიაშია და ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერი ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილებას ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გახდეს შეშფოთების საგანი ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მეორის გაკრიტიკება.
ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება და თავისუფლება, ერთმანეთზე გამოთქვას აზრი. მთავრობის წევრები ხშირად ვისმენთ კრიტიკას, ყოველთვის გაგებით ვეკიდებით და ეს არის ნორმალური პროცესი. ჩვენ უზრუნველვყავით სრული დემოკრატია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტყვის თავისუფლება გარანტირებულად დაცული იყოს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.