საზოგადოება
სააკაშვილი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აპირებს
1-cenzor-sazog-2საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს. ინფორმაციას "ცენზორ. ნეტ" ავრცელებს, რომელსაც თავად სააკაშვილმა დაუდასტურა, რომ ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. სააკაშვილი შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი უკრაინაზე გადის, ხოლო კორუფცია უკრაინისთვის არანაკლებ საშიში მტერია, ვიდრე რუსული ტანკები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის აპირებს, საქმიანობა საქართველოში ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილების მიხედვით წარმართოს. მისი თქმით, პირველი ამოცანა იქნება, უკრაინაში დააბრუნოს საზღვარგარეთ დაპატიმრებული იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის აქტივები. სააკაშვილი ამ თანამდებობაზე ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.