აქტუალური
გომელაური: „დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ვინც ინფორმაციას გაიტანს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს“

1-gomel-aqtual-2საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სხვადასხვა დროს ინფორმაციების გადინება ხდებოდა და გენინსპექცია ამ საქმეებს იძიებს:

ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა, მე არ ვამბობს, რომ ეს ხალხი მოწინააღმდეგე ბანაკზე მუშაობდა. ვთვლი, რომ ეს ადამიანები ამ თანამდებობებზე არ უნდა ყოფილიყვნენ. ვაპირებ უმნიშვნელო ცვლილებებს ხელმძღვანელი პირების. დაისჯებიან ის თანამშრომლები, ვინც კანონი დაარღვია“, - აცხადებს შს მინისტრი „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

გომელაურმა კომენტარი გააკეთა წინამორბედის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც, რომელიც „საბურავების თემას“ ეხებოდა.

როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რაღა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რადგან ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სერიოზული უკან დახევა. ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვევს იმ მონაპოვრის დაკარგვას, რასაც ქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა“, - აცხადებს შს მინისტრი.