აქტუალური
ჯეიმს აპატურაი: „ნატო-ს არ აქვს ძალა, ხელი შეუშალოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას“
aqrual-3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ხელშეკრულებას ძალა არ აქვს. მას არავინ ცნობს. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა... ჩვენ არ ვაღიარებთ არათუ ამ ხელშეკრულებების, არამედ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს ძალა, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, ვაიძულოთ, რომ არ გააფორმოს ეს ხელშეკრულება. ჩვენ ვეხმარებით და გავაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას პოლიტიკურ, პრაქტიკულ და დიპლომატიურ დონეზე", - აღნიშნა აპატურაიმ.