აქტუალური
საქართველოს მთავრობა USAID-თან პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) ფარგლებში თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს

GGI-aqtual-2საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ხუთწლიანი პროექტის ბიუჯეტი 9 მილიონი დოლარია და მისი მიზანია საქართველოში მმართველობის სტრუქტურების გაუმჯობესება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ამაღლება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

GGI დაეხმარება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, გაამყარებს კავშირს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მმართველობის ძირითად პროცესებში.  „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პარტნიორ სამთავრობო სტრუქტურებს, ასევე დაეხმარება მათ ტრენინგების ორგანიზებაში.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია, რომ ახალი პროექტის დღის წესრიგი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს ემთხვევა და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს. საქართველოს მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობდა პროგრამის - „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) ფარგლებში, რომელიც წარმატებით განხორციელდა.