სამართალი
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეწყდეს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა გადაყვანა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მკურნალობის სრული კურსის დასრულებამდე.
ომბუდსმენის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში უკანასკნელ წლებში კვლავ მწვავედ იჩინა თავი ტუბერკულოზის პრობლემამ. ტუბერკულოზი კვლავ რჩება პატიმართა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად.