საზოგადოება
„სააკაშვილი დაიბადა და მოკვდება იდიოტად!“ „სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც უკანმოუხედავად გაქუსლავენ კანადის საზღვრისკენ, თუკი მოსკოვში ერთხელ ფეხს დააბაკუნებენ!“

rodilsya-sazog-3საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა იდიოტი უწოდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უკრაინის ტელეარხ „24“-ის ეთერში რუსეთის დაპყრობის მისეული გეგმა გაახმოვანა. „იდიოტად დაიბადა და იდიოტად მოკვდება“, - დაწერა როგოზინმა თავის „ტვიტერზე“.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა კი ამ გეგმის გამო სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსმასხარები“ უწოდა: „სააკაშვილი ეკრანიდან აცხადებს, რომ უკრაინის არმიას მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლია... მთელი რუსეთი არასოდეს და არავის დაუპყრია. მით უმეტეს, ამას ვერ მოახერხებენ სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც უკანმოუხედავად გაქუსლავენ კანადის საზღვრისკენ, თუ მოსკოვში ერთხელ ფეხს დააბაკუნებენ!“- განაცხადა კადიროვმა.