პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერის განცხადება იმის დემონსტრირებაა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს“

Vengria-polt-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, პირველი ოფიციალური ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა.

მადლობას ვუხდი პრემიერ ორბანს გულთბილი შეხვედრისთვის. ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ხედვები. საქართველო და უნგრეთი არაერთ სფეროში თანამშრომლობს და გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ”, - აღნიშნა პრემიერმა.